თეგებით ძიება

"გარყვნილება ეკლესიასთან ბრძოლის იარაღია...ძალადობას ჟურნალისტებსა და მოსახლეობაზე ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს" - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს სოციალურ ქსელში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი სპეციალური
განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟურნალისტებსა და მოსახლეობაზე ძალადობას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

"მსურს გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იქ განვითარებული მოვლენებისადმი.
სოდომისტური აღლუმები შეტევაა სარწმუნოებისა და ზნეობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რაც კაცს ღვთის ხატად და მსგავსად ქმნის.
რისკენ ისწრაფვის გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა? ქრისტიანული სარწმუნოების და უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის განადგურებისაკენ.

გარყვნილება ეკლესიასთან ბრძოლის იარაღია.
გარყვნილება ოჯახის მოსპობაა.

წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ ჰკურნავ ბოროტებას ბოროტებით“. ბოროტება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განიკურნოს.
ის რაც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს, ძალადობა ჟურნალისტებზე და მოსახლეობაზე - ამას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ჩემს შესახებ: „მეუფე დიმიტრიმ ეპარქიის მღვდელმსახურები 5 ივლისს თბილისში არ გაუშვა“ შეიცავს რიგ უზუსტობებს:

მეუფე დიმიტრის სხვა მღვდემთავრებისაგან განსხვავებით თბილისში მარბიელები არ გამოუგზავნია - ეს სიცრუეა, რადგან მე როგორც სხვა მღვდელმთავრებს მარბიელები არ მყავს და არც მყოლია.

რაც შეეხება მოძღვრებზე გაცემულ კურთხევას დარჩენილიყვნენ ეპარქიაში და ლოცვით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება მოვლენებისადმი - ვადასტურებ რომ ეს ასე იყო, ხოლო მრევლს ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა თბილისში მოვლენების მშვიდობიანად დასრულების ლოცვაში მონაწილებისა, მათთვის ხელი არ შეეშალათ.

მეორე უზუსტობა, თითქოს მე საპატრიარქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ - მტკნარი სიცრუეა. ერთი კვირის წინ გახლდით საპატრიარქოში, შევხვდი მის უწმინდესობასა და მღვდელმთავრებს. გარდა ამისა ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს საპატრიარქოსთან.
დავასრულებ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: “ ცოდვის გამამართლებელი თავად ცოდვილზე უარესია", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა