თეგებით ძიება

"პარლამენტის წინ დამონტაჟებული რკინის ბოძები ისევეა ჯვარი, როგორც სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინო!" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარიმ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისში, პარლამენტის წინ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

"პარლამენტის წინ დამონტაჟებული რკინის ბოძები ჯვარი არ არის!
ის, რაც აღიმართა ადამიანთა დევნის, დასისხლიანების, დასახიჩრების სიმბოლოდ იმ ადამიანების ხელით, ვინც ეს ბარბაროსობა ჩაიდინა, არ შეიძლება იყოს ჯვარი და ამ სიმახინჯის ჯვრად მონათვლა არის მთელი ქრისტიანული სამყაროს შეურცხყოფა!

ქალაქის მერიამ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის წინ უკანონოდ დამონტაჟებული ბოძების (და არა ჯვრის) აღება!
წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ, შეუქცევად დაპირისპირებას ექნება ადგილი მრავალ ნაწილად დახლეჩილ საზოგადოებაში და ამაზე მთლიანად პასუხს აგებს ხელისუფლება თბილისის მერიასთან ერთად!

პარლამენტის წინ დამონტაჟებული რკინის ბოძები ისევეა ჯვარი, როგორც სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინო!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა