თეგებით ძიება

"მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო" - ლიკა ალელიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორზე, რომელიც გარდაიცვალა

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორ, ლაშა ლაშქარავაზე წერს, რომელიც 5 ივლისს რადიკალებმა ცემეს, დღეს დილით კი გარდაცვლილი იპოვეს.

"ღმერთის სახელით რომ იძალადეს 5 ივლისს, აი ეს არის შედეგი! ლექსო გარდაიცვალა
სადარბაზოში რომ შეგვხვდნენ მოძალადეები, კამერის დაწევა ვერ მოასწრო, ისე ურტყეს თავში და ყველგან. მეორე ფოტო მე გადავუღე სარდაფში რომ ჩავედით. მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო. ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა მოძალადეების გამო.
ახლა რა იქნება? უბრალოდ მიუსამძიმრებთ? ხვალ ისევ გამოიყვანთ ღმერთის სახელით მოძალადეებს ქუჩაში და ისევ ჩაქოლავენ ვინმეს. ასეთ ქვეყანაში საერთოდ რა აზრის აქვს რამეს", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა