თეგებით ძიება

"ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს… გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე" - პეტრე კოლხი ლექსო ლაშქარავაზე

ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს, - ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარაბას გარდაცვალების ფაქტს.

"გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე… ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს…
სად არის ის ხალხი, ადამიანებს რომ უღმერთოდ გაუსწორდნენ და მერე რუსთაველზე ,,გამარჯვების” ნიშნად ,,დაისი” იცეკვეს!..
ცეკვა სიკვდილის სახელით!..", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება,


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა