თეგებით ძიება

"არსებულ ვითარებაში, მინიმუმ, პრემიერი ღარიბაშვილი და შსს მინისტრი გომელაური უნდა გადადგნენ" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსი ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

"არსებულ ვითარებაში მინიმუმ პრემიერი ღარიბაშვილი და შსს მინისტრი გომელაური უნდა გადადგნენ და სხვა მოძალადე ნაბიჭვრებთან ერთად აქციის უშუალო ორგანიზატორებზეც აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
ეს მინიმუმ.

საზოგადოდ კი ამ ხელისუფლების მოშორება და პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრება რომ უკვე ელემენტარული ჰიგიენის საკითხი გახდა, პირადად ჩემთვის ცხადზე უცხადესია", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება,


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა