თეგებით ძიება

"ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილა. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, როგორც ჭეშმარიტ სულიერ იმპოტენტებს სჩვევიათ", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა