თეგებით ძიება

"ომის ვეტერანი ყოფილა, ვისთვის და რისთვის იბრძოლე, ძმაო?!"

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს თვილისში, "პრაიდის" მოწინააღმდეგე რადიკალებმა სცემეს და დღეს გარდაიცვალა, ომის ვეტერანი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ომის ვეტერანი ყოფილა
ვისთვის და რისთვის იბრძოლე ძმაო", - წერს სოციალური ქსელის მმხმარებელი ანტონ გაგუა.

ფოტო 2008 წლის აგვისტოს ომშია გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა