თეგებით ძიება

" გადადგეს ღარიბაშვილი და გომელაური!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

"დამოუკიდებელი ექსპერტი არ შეუშვეს ექპსერტიზაზე! დარჩა კითხვები? რაც უნდა ის ჩაწერონ გაყალბებულ ექსპერტიზაში!
დღეს, 18:00 რუსთაველზე!

მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ღარიბაშვილი და გომელაური!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა