თეგებით ძიება

"მხოლოდ ერთად დგომით თუ ავაცილებთ ამ ჯოჯოხეთს მოსახლეობას" - რა დაწერა ლექსო ლაშქარავამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

ჟურნალისტი ვახო სანაია "ტვ პირველის" ოპერატორის, აწ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას კომენტარს ფეისბუქზე აზიარებს.

"ლექსო გარდაცვალებამდე ხოტა ხნით ადრე!დღეს ყველანი რუსთაველზე 18:00", - წერს სანაია საკუთარ ფეისბუქზე და აზიარებს ფოტოს.

"მხოლოდ ერთად დგომით თუ ავაცილებთ ამ ჯოჯოხეთს მოსახლეობას, რომელსაც ჯერ არ შეხებიან, თუმცა როგორ არ შეხებიან, ყველას შეეხნენ - იმათთაც კი, ვინც ტელეეკრანებიდან უყურებს ამ ყველაფერს, რასაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად ვაშუქებთ", - წერს ლაშქარავა კომენტარად.



შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა