თეგებით ძიება

"მოიტანეთ თქვენი კამერები და მიკროფონები და დავაწყოთ მიწაზე. დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!" - ვახო სანაია კოლეგებს მიმართავს

ჟურნალისტი ვახო სანაია კოლეგებს მიმართავს და "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პროტესტისგამოხატვისკენ მოუწოდებს:

"ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს!
მოიტანეთ თქვენი კამერები და მიკროფონები დღეს 6 საათზე რუსთაველზე და დავაწყოთ მიწაზე. დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!
ლექსოსთვის!", - წერს სანაია ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა