თეგებით ძიება

"ეკლესია და ილია მეორე მკვლელია!" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ეკლესიასთან ერთად მმართველ გუნდს ადანასაულებს.

"ეკლესია და ილია მეორე მკვლელია!
ღარიბაშვილი, თავის ივანიშვილიან-გომელაურიანა და ოცნებიანად მკვლელია!
არა? მაშინ ერთს ძალადობისკენ მოწოდებები არ უნდა გაკეთებინა (გასაკუტრებით იაკობის ბრალეულობა იკვეთება), ხოლო მეორეს უნდა დაეცვა ხალხი, მაგრამ ორივემ შეგნებულად და მიზანმიმართულად მოაწყვეს პროგრომი და აგერ ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი ადამიანი იმსხვერპლეს.
რატომ ვიტანთ ან ერთს ან მეორეს?", - წერს ბაპარაია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა