თეგებით ძიება

"თავი მეზიზღება ამ ჯოჯოხეთში რომ ვაგრძელებ დღეს ცხოვრებას..." - ირინა სარიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

თავი მეზიზღება ამ ჯოჯოხეთში რომ ვაგრძელებ დღეს ცხოვრებას, - ასე ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება.

"5 ივლისს სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
რა უსუსურად ჟღერს ამის ფონზე ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა... საერთოდ ვინმეს გადადგომის მოთხოვნა თან აქ კაკუნით... მეტი არაფერი შეგვიძლია? ახალგაზრდა კაცი აღარ არის.
თავი მეზიზღება ამ ჯოჯოხეთში რომ ვაგრძელებ დღეს ცხოვრებას...", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა