თეგებით ძიება

"ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ დედა აღარ მყავს" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი

ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და, რის შე­სა­ხე­ბაც ნა­ნუ­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"და­ჯის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ზუს­ტად ერთი წელი გა­ვი­და და ამ ამ­ბავ­ზე გა­დაბ­მუ­ლად ერთი წუთი ჯერ კი­დევ არ მი­ფიქ­რია. რო­გორც კი გა­მახ­სენ­დე­ბა, ჩემი ტვი­ნი ისე კე­ტავს ამ­ბავს, რომ ამ დრომ­დე ჯერ კი­დევ ვერ გა­ვი­აზ­რე, რომ დედა აღარ მყავს. მარ­ტში ისე­თი შე­ტე­ვე­ბი და­მე­წყო, მივ­ხვდი, რომ ამის მი­ზე­ზი ტვი­ნის და გუ­ლის სიღ­რმე­ში გა­და­მა­ლუ­ლი ამ­ბა­ვია, რო­მელ­მაც ფეთ­ქვა და­ი­წყო, აი, ან­თე­ბის დროს რომ კბილ­მა იცის, ასე შე­მა­წუ­ხებ­ლად ფეთ­ქავ­და ჩემი ტვი­ნი და გული, რა­საც მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გან­გა­ში მოჰ­ყვა, მაგ­რამ ფაქ­ტის გა­აზ­რე­ბის უფრო მე­ში­ნია და უფრო მე­ტად მე­ში­ნია რომ შე­ვე­ჯა­ხე­ბი მა­რი­ა­მის ტკი­ვილს და სი­ცა­რი­ე­ლეს. არა­და, ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყველ­გა­ნაა. ყვე­ლა ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, მოქ­მე­დე­ბა­ში, სულ ვფიქ­რობ, ის რას იტყო­და და ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩემი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ, რაც ადრე მუდ­მი­ვი კა­მა­თის თემა იყო.

ზუს­ტად ერთი წლის წინ და ზუს­ტად ამ დღეს მი­თხრეს, რომ და­ჯის გული გა­ჩერ­და და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ზუს­ტად იმ დღეს არ ვი­ცო­დი, ცხოვ­რე­ბა რო­გორ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.მე ძა­ლი­ან კარ­გი დედა მყავს, ყვე­ლა­ზე კარ­გი დედა მთელს დე­და­მი­წა­ზე." - წერს ნა­ნუ­კა.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა