თეგებით ძიება

"სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ მიზანმიმართული პროვოკაციის შესახებ წერს, რომელიც ჟურნალისტების მიერ წამოწყებულ საპროტესტო აქციებს ეხება. ჯაფარიძის განმარტებით, ტროლებს აქვთ მესიჯბოქსი, რომელიც აქციებს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად წარმოაჩენს. ჯაფარიძე მოუწოდებს საზოგადოებას, არ აყვეს ამ პრიმიტიულ მესიჯბოქსს:

"სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია" - ახალი მესიჯბოქსი აქვთ ტროგლოდიტებისთვის.

ოცნება ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია. ოცნება ისევე არ არის პროდასავლური, როგორც საპატრიარქო არ არის ქრისტიანული. ამ ქვეყანაში სახელმწიფოც, ეკლესიაც, ქრისტიანული მორალის მატარებელიც და საკუთარი შვილებისთვის დასავლური მომავლის მოსურნეც არის ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ის ხალხი ვისაც ვაჟა ერთხელ მაინც აქვს გადაშლილი და ვისთვისაც სუსტის ჩაგვრა ჯოგის მიერ არის ლაჩრობა და არა ვაჟკაცობა. ოცნება და საპატრიარქო არიან ფარისეველ კლეპტოკრატთა სიმბიოზი, რომელიც პარაზიტირებს ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის ტვინებში არსებულ სიბნელეზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს კრემლი და კრიმინალური სამყარო, და რომელიც ტრადიციულ რუსულ სტილში ფარად იფარებს იმას რაც მართლა ძვირფასია ამ ქვეყნის მოქალქეების უდიდესი უმრავლესობისთვის - სახელმწიფო, ქრისტიანობა, ჯვარი, ქართველობა და ა.შ.

არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი ამ ფულისა და ძალაუფლების ხამი მოძალადეებისგან. არც ის დაუთმოთ რაც მართლა ღირებულია" - წერს ჯაფარიძე ფეისბუკ-პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა