თეგებით ძიება

"გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა..."- ნინო ჯანგირაშვილი დაშავდა

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პარლამენტთან განვიტარებული მოვლენების დროს დაშავდა.

"რადგან ბევრი კითხვაა, ერთბაშად ყველას გიპასუხებთ და აღვწერ მოკლედ სად, როგორ და როდის დამიზიანდა ფეხი: როგორც ნახეთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჟურნალისტები ვიდექით, რომლებსაც არ გვიშვებდნენ პარლამენტში.პოლიცია გაშმაგებული იცავდა შენობას ჩვენი, ჟურნალისტების შესვლისგან. ერთ–ერთ კართან ვიდექით მე და ვატო წერეთელი. ამ დროს გაიღო შიგნიდან კარი. ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა პოლიცია, ვატო შევიდა, მე შევრჩი ხელში. გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა ფეხში და + ათამდე პოლიციელმა გადამიარა. სულ ეს არის", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა