თეგებით ძიება

"საქართველო გაიყიდა ექსკლუზივებზე, ევრორემონტებზე, ჯიპებზე...მეორე ნაწილი კი რჩება სსრკს ნოსტალგიაზე და რუსეთზე ჩამოკიდებული" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში არსებულ ვიტარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ბედისწერა
ქვეყნიდან გაიქცა და ცვლილებისთვის ბრძოლას გაექცა აქტიური ადამიანების მესამედი მაინც,
საზღვარგარეთ გაიქცა ჩემსავით
და ქვეყანა დარჩა სამართავად კონფორმისტებს, მედროვეებს, ბიძინა უზურპატორის დროს გამდიდრებულებს და მის მეგობარებს, ბიძინას მონებს, რუსულ ეკლესიურ აგენტურას და უბრალოდ პირუტყვებს.

ამათ კი საჯიჯგნად დავუტოვეთ ჩევენი ახლობლები, უუფლებო ადამიანები, რომელთაც არც ტელევიზიები აქვთ რომ აუცილებელზე და ამ საშინელებებზე ხმა ვინმეს მიაწვდინონ, არც იმდენი ფინანსური საშუალება აქვთ რომ პროტესტის ორგანიზება მოახდინონ
და თუ მაინც მოახერხეს პროტესტი და ქუჩაში დადგომა, ქუჩაში თვეობით დგომა,
ის კონფორმისტებისა და უზურპატორის მეგობეთა ერთობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამ ხალხს ხმა არავინ ამოაღებინოს, მათი ხმა არავინ გაიგონოს და ამ ხალხს არავინ ანგარიში არ გაუწიოს.

სანამ ქართული ემიგრაცია იქნება უცხოეთში გაქცეული, მანამ საქართველო ამ დღეში კიარა, უარეს დღეში აღმოჩნდება.
ტრაგიკულია და კატასტროფულია ეს ყველაფერი, მაგრამ უდავო ფაქტია.

საქართველო გაიყიდა ექსკლუზივებზე, სატელევიზო ქვოტებზე, ევრორემონტებზე, პორშეებზე და ჯიპებზე, სახლებზე და აგარაკებზე, ბავშვების კერძო და ექსკლუზიურ სკოლებში ტარებაზე, უცხოეთში მოგზაურობებზე, სახეების ცნობადობებზე - ეს ერთი დიდი ნაწილი,
და მეორე ნაწილი კი კაი ხანია იყო და რჩება სსრკს ნოსტალგიაზე და რუსეთზე ჩამოკიდებული.
ამ ფაქტს უნდა გაცნობიერება

და თუ მერე ვინმე აღმოჩნდა, ვინც გაიღებს პირად მატერიალურ და ცხოვრებისეულ მსხვერპლს, დაუბრუნდება ქვეყანას და იბრძოლებს ფასეულობრივი საზოგადოებისათვის ფასეულობრივი და გამჭირვალე პოლიტიკური გზით,
შესაძლოა რაიმე მომავალზე იმედის ქონა\',- წერს იაგო ფრანგიშვილი ფეუსბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა