თეგებით ძიება

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და “გონშიკი” - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვერსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და “გონშიკი”.
ორჯერ გამოიყვანა ზედოზირების კომიდან, მთელი ქალაქი მოატარა “განგრეულ კაიფში” მყოფი ციცქნა მოპედის უკანა სკამით და ამის შემდეგ მის ყურადღებას მოკლებული ლექსო ზედოზირებით გარდაიცვალა…", - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

იმიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, პენტინი და მონოაცეტილმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება, - განაცხადეს დღეს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიზეზი. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა