თეგებით ძიება

"ყველა მასწავლებელი და მოსწავლე უნდა იყოს ორჯერადად აცრილი" - ამირან გამყრელიძე

გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე, ან შეკრებაზე დაშვებული იყვნენ ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით, გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს:


,,სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული ინიციატივით და მინდა მხარი დავუჭირო, შემოდგომას სტუდენტები და სკოლები შეხვდნენ ე.წ. უსაფრთო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია.

ასევე განიხილება საკითხი ე.წ. მწვანე სერტიფიკათებთან დაკავშირებით და გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე, ან შეკრებაზე დაშვებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძალით ამას ვერ გააკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა