თეგებით ძიება

"რაციებით გასცემდნენ ბრძანებას კადრებში, ძალიან კარგად ჩანს" - ნოდარ მელაძე

ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, ახასიათებს.

"ლექსო იყო ერთ-ერთი გამორჩეული ოპერატორი, რომელიც არასდროს უკან არ იხევდა, თუ ლექსო გადაღებაზე მიდიოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ იქნებოდა კარგი კადრი, ასეთი თავდადებული იყო ბოლო კადრის გადაღების დროსაც, როცა ხელისუფლების მიერ წახალისებული ჯალათების ჯგუფი თავს დაესხა, გადაეფარა მირანდას, კიბეზე გადაკიდეს და ურტყამდნენ. იქ იყო 30-მდე ადამიანი, მათი იდენტიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან ძალიან ბევრი კამერაა დამონტაჟებული და მარტივად დგინდება, ვინ იყო ამ ძალადობის ჯგუფის არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ ბრძანების გამცემი პირი. რაციებით გასცემდნენ ბრძანებას კადრებში, ძალიან კარგად ჩანს. ხელისუფლებას უბრალოდ არ გააჩნია ნება, რომ ეს ამბავი გამოიძიოს, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ნება, რომ გაიტაცოს ცხედარი, გვამის გამტაცებელი ხელსიფულება არის, იძალადოს ჭირისუფალზე და შეთხზას ბინძური კამპანია ჩვეულ სტილში, იმისთვის, რომ ვინმე გააშავოს. მინდა, უბრალოდ კიდევ ვთქვა, რომ ეს ამბავი არ შერჩებათ, დღეს ლექსოს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ და შემდეგ თავიდან ბოლომდე ჩამოვუნგრევთ ხუხულასავით მათ შეთხზულ ვერსიას", - ამბობს ნოდარ მელაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა