თეგებით ძიება

"ბრბო სიკვდილის შემდეგ ლექსოს “გაშავებას” ცდილობს" – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე. რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ “გაშავებას”.

მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა