თეგებით ძიება

"გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ..." - შალვა პაპუაშვილი ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე

"ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკვრძალვას სოციალურ ქსელში ეხმაურეაბ:

"გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ.
დრონით გადაღებული ჩასვენება...
მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია", - წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკულ ზედოზირებას ასახელებს.


ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის პროცესიას ათეულობით ადამიანი ესწრებოდა, ოპერატორი უკანასკნელ გზაზე კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ტაშით გააცილეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა