თეგებით ძიება

"ნარკოტიკი, ფონიჭალა, მეგობარი და ნარკანი ლირიკაა - მთავარია რა დასახელდება გარდაცვალების მიზეზად და რომელი ექსპერტი მოაწერს დასკვნას ხელს!" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე "ტვ პირველის" გარდაცვლი ოპერატოლ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით ფეისნუქზე პოსტს აქვეყნებს:

"როდის დაიდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა,რომელიც იტყვის რა იყო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი?
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სერიოზული მსჯელობა!

ნარკოტიკი,ფონიჭალა,მეგობარი და ნარკანი ლირიკაა-მთავარია რა დასახელდება გარდაცვალების მიზეზად და რომელი ექსპერტი მოაწერს დასკვნას ხელს!"- წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიზეზი, თუმცა უწყებაში ნარკოტიკული ზედოზირება სახელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა