თეგებით ძიება

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1221 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1386 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.65 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6850 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3660 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3110 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 ივლისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა