თეგებით ძიება

"დესტრუქციის და დაშლის გარდა სხვა რა უნდა უქნა სისტემას, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა?" - იაგო ფრანგიშვილი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დესტრუქცია არის ბრძოლის ლეგიტიმური და ლეგალური ფორმა.
დესტრუქციის და დაშლის გარდა სხვა რა უნდა უქნა სისტემას, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა??
ამიტომაც,
ოპოზიციამ პირდაპირ უნდა თქვას
ამ ხელისუფლებასთან არავითარი შეთანხმება, არავითარი კონსტრუქციული შეთანხმება, არავითარი დიალოგი არ შეიძლება.
როცა პრემიერ მინისტრი,
როცა მმართველი პარტია ,,ოცნება,, ხელს აწერენ ადამიანის უფლებების დაცვის ქარტიას და
მერე
რამდენიმე კვირის მერე
პრემიერმინისტრადწოდებული დილით, დაგაგმილი მიტინგის დღეს აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ეს მიტინგი,
რა და როგორ უნდა გაიგოს ეს მიტინგის დარბევის წინასწარ დამაანონსებლებმა?
როგორ უნდა აღიქვას ეს იმ ქარტიის და შეთანხმების კოორდინატორმა ევროგაერთიანებამ??
რათქმაუნდა სრულიად სისულელეა, უფრო მეტიც, დაცინვაა გარდაცვლილი ჟურნალისტის დაუკრძალავი ცხედრის მიმართ რომ ახლა ხელისუფალს ესაუბრო
საუბარსაც კი არ გთავაზობს, არამე გთავზობს, რომ
მას უნდა მოუსმინო
დაუსვა კითხვა და იმან გიპასუხოს.
არადა,
კითხვებზე პასუხი არის გაცემული.
უნდოდა თუ არა ის ადამიანის უფლების დაცვის, გინდ კაცის და გინდ ქალისმოყვარულის თუ გინდ საყურიანის თუ გინდ მოკლეკაბიანების ის მიტინგი,
უნდოდა თუარა ხელისუფლებას რომ ჩატარებულიყო?
პასუხი ცალსახად გასცა პრემიერმინისტრად წოდებულმა ტიპმა სახელად ღარიბაშვილმა და ეს პასუხი იყო ცალსახად ,,არა,,
მეორე კითხვა
უნდოდა თუარა პრემიერმინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრის ამ მიტინგის მშვიდობიანად ჩატარება?
აქაც პასუხი არის ცალსახა და არის ,,არა,,
რომ სდომოდა, ძალადობას რომ აანონსებდნენ 1 კვირის მანძილზე და ყველამ იცოდა ვინ იძალადებდა, აი იმ ხალხს სახლებში მაინც მიაკითხავდა წინასწარ და გააფრთხილებდა.
მესამე კითხვა
უნდოდა თუარა ბიძინას და პრემიერადწოდებულს მომიტინგეების და ჟურნალისტების დაცვა??
აქაც პასუხია ცალსახად არა, არ უნდოდა, არც უფიქრია.
რომ სდომოდა, გააკეთებდა.
უნდოდა ხელისუფალს მიტინგის დაშლა 20 ივნისს და დაშალა კიარა, მომიტინგე ახალგაზრდებს სულ თვალები დათხარა და მხეცის ტყვიები ესროლა.
ამ ფაქტების მერე, რა გაქვს სასაუბრო, სადიალოგო თუ საკითხავი ხელისუფალთან???
არაფერი..
ამის შემდეგ უნდა აღიარო, რომ ხარ ამ სისტემის დესტრუქციული ძალა, ამ სისტემის განადგურებისათვის იბრძვი და აი ეს მთელი შეგროვილი მასალა და ფაქტები უნდა მიიტანო ევროაგერთიანების საკანონმდებლო კომისიაში,
უნდა მიიტანო იმ ხალხთან, ვისთანაც ერთად მოაწერე ხელი, უნდა ამხილო ეს ხალხი, უნდა შეაფერხო გადაადგილებაში, უნდა შეაფერხო მის საახლობლოსთან ვითომდა ადამიანურ ურთიერთობაში, რამეთუ ესენი უკვე იქვნენ პირუტყვებად და პირუტყვს არ შეიძლება ჰქონდეთ ადამიანური ურთიერთობები.
ბოლოს კი,
ის რაც გააკეთა ოპოზიციამ პარლამენტში,
აი ზუსტად იგივე რომ გაეკეთებინა გასულ წელს პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მთელი დიპლომატიური კორპუსი,
აი იქ რომ ცესკოს უფროსის მიერ პირველის სხდომის გახსნა აი ამგვარი ენერგიით რომ ჩაეშალათ,
რომ ეთქვათ მსოფლიოსთვის, რომ მათ კრიმინალების მეგობრებთან, არჩევნების გამყალბებლებთან და ოკუპაციის გამმართლებლებთან არავითარი თანამშრომლობის სურვილი არ გააჩნიათ და გავდივართ პარლამენტიდანო,
აი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა
დღეს საქართველოს ეყოლებოდა ნორმალური ხელისუფალი
ექნებოდა ახალი და დემოკრატიული არჩევნებით არჩეული ხელისუფალი", - წერს ფეისბუქზე ფრანგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა