თეგებით ძიება

ექსპორტი 25%-ით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო საზღვარგარეთ

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს ( გაიზარდა 25.2%-ით), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ აშშ დოლარს ( გაიზარდა 18.9%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ივნისში 2 440.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3%.

საქართველოს ექსპორტის 46% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, 17% კი - ევროკავშირის ქვეყნებზე.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა:

-ჩინეთი - წილი მთლიან ექსპორტში, 15.4%
-რუსეთი - 14%
-აზერბაიჯანი - 13%
-თურქეთი - 8.7%
-უკრაინა - 7.3%
-ბულგარეთი - 6.6%
-სომხეთი - 5.4%
-აშშ - 3.5%
-ესპანეთი - 2.2 %
-შვეიცარია - 1.9%
2021 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 205.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ აშშ დოლარით (9.9%).

საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

-სპილენძის მადნები - 20.7%
-მსუბუქი ავტომობილები - 10.9%
-ფეროშენადნობები - 9.9%
-ღვინო - 5.5%
-სპირტიანი სასმელები - 3.7%
-მინერალური და მტკნარი წყლები - 3.5%
-აზოტოვანი სასუქები - 2.7%
-სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.3%
-ტრიკოტაჟის ნაწარმი - 1.9%
-თხილი და სხვა კაკალი - 1.9%


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა