თეგებით ძიება

ივნისში ტურიზმიდან მღებული შემოსავლები 111.3 მლნ დოლარით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით ჯამში 122.5 მლნ დოლარი მიიღო, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 111.3 მლნ დოლარით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისში მიღებული შემოსავლები აჭარბებს წინა თვის მონაცემებსაც. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 73.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ჯამში 133 500 ტურისტი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104 600-ით მეტია, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ზრდა 37 000 ტურისტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა