თეგებით ძიება

ფულადი ჯარიმები სამსახურში, შესაძლოა, აიკრძალოს

ხელფასიდან ჯარიმების დაკისრება შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ სამსახურში აიკრძალოს ხელფასიდან ჯარიმების დაკისრება. იმ შემთხვევაში კი თუ დასაქმებელი არ ასრულებს უფლება-მოვალეობებს, შრომის კოდექსში გაწერილია სპეციალური მუხლი: სიტყვიერი გაფრთხილება, წერილობითი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური.

„თუდასაქმებულს ოთხივე ფურცელზე ხელი აქვს მოწერილი, დამსაქმებელი უფლებას იტოვებს პირი დასაქმებული პოზიციიდან გაათავისუფლოს. შრომით ხელშეკრულებაში უკანონოდ ჩაითვალოს გაწერილი პუნქტი, რომლითაც - თუ დასაქმებული გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას ან გაფრთხილების გარეშე სხვა სამსახურით ჩანაცვლებას ჩამოეჭრას ხელფასის ნახევარი,“- ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა