თეგებით ძიება

„მანქანაში გამაუპატიურა, ახლა ის პატივსაცემი ადამიანია და ცოლიც სელებრითი ჰყავს“ - 90-იანების უცნობი ისტორია

„კოჭებს დაგიხვრეტ“, „ჩემი იქნები“, „სხვას ვერასდროს შეხედავ“, „ჩემი დაგარქვი და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის“... - გეცნოთ, სიტყვათა „ბრძნული შეხამებები“, რითაც ზოგიერთი ბიჭი ახლაც თავს იწონებს?
ასეთი ფრაზები ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც კაცი დომინანტობას ამტკიცებდა და თავს ქალზე მაღლა აყენებდა.



ახლა მსგავს ფრაზებზე მხოლოდ ბევრს ვიცინით და გაუნათლებლობის სიმბოლოდ მიგვაჩნია. მაგერამ, მაშინ, ბნელ დროში კი ასეთ ბიჭებზე აფანატებდნენ. ეს ფენა რატომღაც ფართო მასებში პოპულარობით სარგებლობდა.
თუ მხედრიონელი იყავი და ხალხს აყაჩაღებდი შენი „მამაკაცური ღირსება“ ერთი ორად მაღლდებოდა..

თუ პურის რიგში ურიგოდ მიდიოდი და „კალაშნიკოვს დააკაკანებდი“ შენს სახელს იწამებდნენ...
თუ ვინმეს ქუჩაში ტყავის ქურთუკს გახდიდი ან სამკაულს ყელიდან ჩამოაგლეჯდი მანდილოსნები „გაგაფანატებდნენ“...

დიახ, ჩვენ ეს დრო გამოვიარეთ... დრო, როდესაც ნარკოტიკებში ჩამპალ ბიჭებს პატივს ვცემდით და გვიყვარდებოდა...
ეს ამბავი მოგონილი რომ არაა და რეალობას შეესაბამება ფეისბუქ გვერდი „ჯერ მკითხე“ მოწმობს, სადაც 90-იანელი გოგო პირად გამოცდილებას გვიზიარებს.

ის ანონიმურად წერს, რომ მაშინ მხედრიონელი, ე.წ. კაი ბიჭები ყველა გოგოს მოსწონდა.

„იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლის თინეიჯერობამაც 90-იანი წლების ჭირ-ვარამში ჩაიარა. მეზიზღება ძველი ბიჭები, იარაღზე, მანქანებზე და ნარკოტიკებზე ჩაციკლული, ჩამპალი თაობა, რომელიც ამ 90-იანების ნამდვილი სახეა. გასაკვირი არაა, ეს ქვეყანა ასეთ უბედურებაში რომ ტრიალებს დღემდე, აბა რას უნდა ელოდოს ადამიანი ამ მახინჯი მენტალობის არსებებისგან შემდგარ ქვეყანაში?

გაბრაზებული ვარ, ხომ? არცაა გასაკვირი. სწორედ იმ ბნელი წლების ამბავი უნდა მოვყვე...

მე-10 კლასში, ჩემი კლასელის ძმა მომწონდა. არც ვმალავდი, თავად კლასელმაც იცოდა და მისმა ძმამაც. ბავშვია, ჯერ რა იცის სიყვარულიო, უთქვამს ჩემზე და მას შემდეგ ჩემთან კონტაქტის დიდი სურვილი არ გამოუთქვამს.
შემდეგ გავიგე, რომ ეს ბიჭი მხედრიონში იყო, სადღაც იბრძოდა, რაღაც მსგავს საქმეებში იყო მუდმივად გახვეული. მაშინდელ გოგონებს ძალიან მოსწონდათ იარაღთან და ნარკოტიკებთან მოთამაშე ბიჭები და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. მის ამბავს შორიდან ვკითხულობდი ხოლმე, თუმცა სკოლის შემდეგ არც მენახა.

ზამთრის იმ ავბედით, ქარიშხლიან საღამოს შინისკენ მივიჩქაროდი. მაშინდელი დრო გეცოდინებათ, ალბათ - არავის წესიერი ჩასაცმელი არ გვებადა - ყველაფერი ძვირი იყო ან არც იშოვებოდა. საშინელი კანკალი ამივარდა, კბილს კბილზე ვაცემინდებდი. აუტანელი ქარის გამო, სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

სად იყო და სად არა, წინ ეს ბიჭი გადამეღობა. მთვრალი იყო. მომიკითხა, ლაპარაკის გაბმა სცადა. მართალი გითხრათ, შემეზიზღა მისი აქოთებული ცხვირ-პირი. ვუთხარი, ახლა მთვრალი ხარ და სხვა დროს ვისაუბროთ-მეთქი.

არა, ახლა ვილაპარაკოთო. გაქცევა ვცადე, მაგრამ ხელებით წამეპოტინა და გამაკავა. მე საშინლად ავფართხალდი და ჯაჯგური დავუწყე. უცებ, ცალი ხელი ჯიბისკენ წაიღო, იარაღი ამოიღო და თავზე მომაბჯინა, თან მაგინებდა.

იქვე მისი მანქანა იდგა. ჩამაგდო ამ მანქანაში, კარი გამოიკეტა და იქვე გამაუპატიურა, ისე, რომ ხელიდან იარაღი არ გაუშვია.

არადა, ჩვენი ურთიერთობა ასე პირუტყვულად ნამდვილად არ წარმომედგინა...
ეს ადამიანი ახლა ძალიან პატივსაცემი ტიპი გახდა, თავისი ბიზნესები აქვს, სულ არ ჰგავს პირზე დუჟმომდგარ საზიზღარ ნაბიჭვარს.

ცოლიც სელებრითი ჰყავს და მათი შეხმატკბილებული ინტერვიუებიც არ შორდება მედიას.

მე მას შემდეგ არ შემხვედრია და იმედია, ისე მოკვდება, რომ არასოდეს, არასოდეს აღარ ვიხილავ“, - წერია ანონიმურ წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა