თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

27 ივლისს, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე ავარიულად დაიზანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რამაც გზის სავალი ნაწილის დაიზანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები და ტექნიკა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და უკვე დაწყებულია დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

„მილის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დროს აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 ივლისის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, ჩხეიძის, მარჯანიშვილის, თაბუკაშვილის და კოსტავას ქუჩების ნაწილს, ჯავახიშვილის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს“, -აცხადებენ კომპანიაში.

რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების კვეთაზე გზის სავალი ნაწილი წყალმომარაგების ქსელზე დაიზანების აღდგენისთანავე მოწესრიგდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა