თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0892 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0828 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.64 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 3.6409 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6371 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.38 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 ივლისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა