თეგებით ძიება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში კონსულტაციებს აწარმოებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, შარლ მიშელის სტრატეგიული უფროსი მრჩეველი, იურეკ კუჩკივიჩი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,შარლ მიშელის შუამდგომლობით 19 აპრილს შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს "ქართულმა ოცნებამ" 28 ივლისს ანულირება გაუკეთა.
"საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, - წერს იურეკ კუჩკივიჩი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა