„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ავრცელებს განცხადებას ჟურნალისტებთან, სადაც იგი ამბობს, რომ
ისინი გააგრძელებენ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის". ჩვენ ვნახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, ევროკავშირის შეფასება. „ლელო" ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს, არამედ დაუბრუნდეს დასავლურ ვექტორს, ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა, რაც მათ.
შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების ვალდებულებები როგორც არის აღებული, შესრულდეს სრულად, ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რომ რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას," ეს რეალობა დადგეს და ეს რეალობა აუცილებლად დადგება.
2 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას" და გაისტუმრებს ხელისუფლებიდან, ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის და განგვეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში, ამიტომ სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად და იმისთვის, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები,"- ავრცელებს განცხადებას ბადრი ჯაფარიძე.