ნებისმიერ ტერიტრიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა სტაბილურობა შეუძლებელია - პაპუაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე
უპირველეს ყოვლისა ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა და ნებისმიერ ტერიტრიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა სტაბილურობა შეუძლებელია, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სოხუმში განვითარებული მოვლენები.
„ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც შეიქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით ხოლმე (საქართველოში იქნება ეს თუ სხვაგან) ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მომიტინგეები რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.