თეგებით ძიება

კონგრესმენები - იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ

ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ავრცელებენ, რომელშიც ისინი "ქართული ოცნების" მიერ "შარლ მიშელის შეთანხმების" ანულირებით იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ყველა მხარეს უკან დახევისკენ მოუწოდებენ.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტბი და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კონზინგერისა და კონოლის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭის პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა.


interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა