თბილისში კიდევ ერთი ტურისტი დაიკარგა - უცხოელს პოლიციაც ეძებს
თბილისში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ტურისტი გაუჩინარდა და მას სამართალდამცველებიც ეძებენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არხის ცნობითვე, ჯერჯერობით, ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ, თუმცა, თბილისელების აცხადებენ, რომ მათთან პოლიცია მივიდა, აჩვენეს კონკრეტული ადამიანის ფოტო და კითხეს, ხომ არ იცოდა რაიმე მის შესახებ.
მაჩვენეს ფოტო, კამერიდან გადაღებული ფოტო იყო, სავარაუდოდ ქუჩის კამერებიდან. არ ჩანდა კარგად სახე და რომ ვკითხე რა ხდება-მეთქი, ერთადერთი ის მითხრეს, რომ დაიკარგა, გაქრა ეს ადამიანი, უცხოელიაო..., - ააცხადებს სესილი ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, მთაწმინდაზე 31 ივლისს მოკლული ავსტრალიელი პედაგოგი ქალის ცხედარი იპოვეს. ის 30 ივლისს გაუჩინარდა. საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ.