თეგებით ძიება

შაქარი გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.1 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. ეს პროდუქტები გაძვირებულია ბოლო 30 დღის განმავლობაშიც 1.1 პროცენტით.

2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, შაქრის საერთაშორისო ფასი 4.0%-ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის მარტის ნიშნულს შაქრის მსოფლიო ფასი 30%-ით აღემატებოდა.
შაქრის საერთაშორისო ფასის ზრდა წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა