„კითხვები ბიძინასთან აღარ მაქვს. არც „ოცნების“ მრევლთან, რადგან იმათ, როგორც “ბიძინას მოწმეებს”, ამ უკანასკნელმა თავზე რომ დააქაქოს, მადლობას გადაუხდიან - “ვიყინებოდით და გაგვათბოო”…
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მე კითხვები ბიძინასთან აღარ მაქვს.
არც ქართული ოცნების მრევლთან მაქვს, რადგან იმათ, როგორც ჭეშმარიტ “ბიძინას მოწმეებს”, ამ უკანასკნელმა თავზე რომ დააქაქოს, მადლობას გადაუხდიან - “ვიყინებოდით და გაგვათბოო”…
კითხვა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, ვინც თავს ელემენტარულად პიროვნებად თვლის. თვლის, რომ ღირსება აქვს…რომ უყვარს და ფიქრობს საკუთარი შვილების მომავალზე ამ ქვეყანაში…
მათ შორის კითხვა მაქვს საკუთარ თავთანაც - რას დავემსგავსეთ, რომ ამ ყველაფერს ვიტანთ?!…" - წერს გია ხუხაშვილი.