თეგებით ძიება
05. 08. 2021 COVID - 19

"უმიზეზოდ გამობრუნებულ, ქრონიკული დაავადებებით დახუნძლულ ადამიანებს, კოვიდი ხვდებათ და იღუპებიან" - კულუმბეგოვი ინიციატივით გამოდის

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ცენტრებიდან რეგისტრაცია გავლილ ადამიანა აცრის გარეშე უკან გაბრუნების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოსსდის:

"ვაქცინაციის პროცესის აქსელერაციის პარალელურად საგრძნობად მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან ექიმების მიერ უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ.

მიუხედავათ, იმის რომ ყველა იმუნიზაციის პროცესში ჩართული ექიმი ტრეინირებულია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია უკვე შეუძლებელი გახდა. ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა უკან უმიზეზოდ გამობრუნებულ, ქრონიკული დაავადებებით დახუნძლულ ადამიანებს კოვიდი ხვდებათ და იღუპებიან.

ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს:

ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება!!!

ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ ჩვენი კოლეგების ცოდნის „ლაფსუსები“ და მომავალში ხელი შევუწყოთ მათ უწყვეტ პროფესიულ განათლებას და მეორეს მხრივ დავაჩქაროთ ვაქცინაციის პროცესი", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა