თეგებით ძიება

კახა კუჭავა - ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ

ოკუპაცია არის დროებითი და ამას მალე დავასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო..

მისი თქმით, 8 აგვისტო არის დღე, როდესაც გმირებს პატივს მიაგებენ და დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღე არის.

"ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ," - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა