თეგებით ძიება
08. 08. 2021 COVID - 19

შესაძლებელია, გარკვეული შეზღუდვების შემოღება - ამირან გამყრელიძე

არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე გარკვეული შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს.

"ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია," - აცხადებს გამყრელიძე "რუსთავი2"-თან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა