თეგებით ძიება

"შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს" - კახა კალაძე

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის გასვლას.

"აგვისტოს ომი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად. რა დროც უნდა გავიდეს, იმ საშინელი დღეების დავიწყება შეუძლებელია - უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, დევნილად ქცეული მოსახლეობა.

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ რაც შესაძლებელია, რისი ვალდებულებაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე - მხედველობაში მაქვს დეოკუპაცია, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.

დიდება და ხსოვნა აგვისტოს ომში გარდაცვლილ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას!", - წერს კალაძე ფეიისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა