"სამივე ერთად გვიცავს უკეთესად, ვიდრე ცალ-ცალკე..." - რა რეკომენდაციით გამოდის გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, საზოგადოებას რეკომდაციით მიმართავს:
"ბევრი რომ არ ვწერო:
სამედიცინო პირბადე (ხალხში წოდებული ფხაკაძის პირბადე)+2 მეტრიანი დისტანცია + ეფექტური ვაქცინაცია= დაცული საზოგადოება.
არაერთი კვლევა აჩვენებს,რომ სამივე ერთად გვიცავს უკეთესად, ვიდრე ცალ-ცალკე...", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.