თეგებით ძიება
08. 08. 2021 COVID - 19

"საქართველო დგას გენოციდის წინაშე" – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე "ტვ პირველთან" საუბრობს და განმარტავს, რას უკავშირდება კოვიდინფექციის მზარდი სტატისტიკა:

„პასუხი არის ერთი და ეს არის არჩევნები. ყველგან, სადაც წინასაარჩევნო პერიოდია არის ერთი გამოწვევა, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო სხვანაირია და გადაწყვეტილებები არ არის ადეკვატური. წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი.

ყველაზე საუკეთესო იარაღი ეს არის სამედიცინო პირბადე. ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა“, - აცხადებს ფხაკაძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა