თეგებით ძიება
09. 08. 2021 COVID - 19

“მე საკუთარ ქორწილში დავინფიცირდი, რესტორანში, სტუმრებსაც გადავდეთ და ძალიან ვნანობ" - პატარძალი, რომელსაც კოვიდი საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან გადაედო

ინფიცირებული პატარძლები – ეს ბათუმში გავრცელებული კოვიდის შედეგებია. ის საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან დაინფიცირდა. ახლა, საზოგადოებას ხალხმრავალი წვეულებების მოწყობისგან თავის შეკავებას სთხოვს.

“მე საკუთარ ქორწილში დავინფიცირდი, ბათუმში, რესტორანში. ჩემი ქმრის მეჯვარისგან გადამედო ვირუსი. სახლში ვარ, მძიმედ არ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ძალიან დავიძაბე.

სიმპტომები ჩემი ქორწილიდან მესამე დღეს გამომივლინდა. სიცხე მქონდა და სუნთქვა მიჭირდა

სანანებელი გამიხდა დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სტუმრებსაც გადავდეთ და ძალიან ვნანობ, რომ ისე მოვიქეცი, არ გავითვალისწინე პანდემია.

ხალხო ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი აარიდეთ თავშეყრას, ჩემი შეცდომა მაგალითი იყოს თქვნეთვის, მე მამიდაშვილი დავაინფიცირე, მე კი მეჯვარემ გადამდო. ახლა, ჩემს მამიდაშვილს ფილტვების დაზიანება აქვს, ძალიან ვნანობ ყველაფერს…

თაფლობის თვეც ჩამეშალა, ყველაფერი გართულდა.” – ამბობს ინფიცირებული პატარაძალი.

ცნობისთვის, ბათუმის სამშობიარო სახლში განაცხადეს, რომ 6 აგვისტოს მონაცემებით მათთან 31 ორსული ქალი გადის მკურნალობას.

„31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 15-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ოთხი ადამიანი კი საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა“, – აცხადებენ კლინიკაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა