თეგებით ძიება

"2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას დავიწყებთ, წარმოუდგენელია მერმა 2000 ლარზე იმუშაოს“ - ირაკლი ღარიბაშვილი(VIDEO)

2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას დავიწყებთ. ეს არის აუცილებელი.

ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც, მერმა 2000 ლარზე იმუშაობს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა