თეგებით ძიება

შეზღუდვები ნაწილობრივ ისევ ბრუნდება! – ნახეთ, რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ხვალიდან, 10 აგვისტოდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

1. პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - დადგენილება

„ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა.

2. ქორწილი, ქელეხი, იუბილე ისევ აიკრძალა! – სარიტუალო დარბაზები 10 000 ლარით დაჯარიმდება

„აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

3. კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ!

კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ! – საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

„კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდული იქნება 00-დან 05 საათამდე პერიოდში. რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი, პირველ ეტაპზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი ობიექტების დალუქვა.“ – განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო:pt.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა