თეგებით ძიება
10. 08. 2021 მსოფლიო

მარბურგის ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას სადაც, გვინეის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მარბურგის ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გვინეის ხელისუფლებას ანონსი ქონდა გაკეთებული, რომ ქვეყანაში მარბურგის უაღრესად გადამდები და ფატალური ჰემორაგიული ცხელების საეჭვო შემთხვევაა გამოვლენილი.
ნიმუშები ორ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, ასევე პასტერის ინსტიტუტში გაგზავნეს, სადაც დაავადება დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მარბურგის ცხელება მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომლებიც ებოლას ინფექციას იწვევენ.

ვირუსის სამკურნალოდ ამჟამად ვაქცინები ან მედიკამენტები არ არსებობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა