თეგებით ძიება
12. 08. 2021 მსოფლიო

თურქეთში ტყის ყველა მსხვილი ხანძარი ჩააქრეს

Hurriyet ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაკდემირლის თქმით, ქვეყანაში ტყის ყველა მსხვილი ხანძარი ჩააქრეს.

"ამ პროცესში, რომელიც 15 დღე გაგრძელდა, ჩვენ ყველაზე საშინელი ტყის ხანძრები გამოვიარეთ, რომელიც ჩვენს ისტორიაში ოდესმე გვინახავს. ტყის გმირების დიდი თავდადების წყალობით, ჩვენ ქიოიჯეღიზში ხანძარზე კონტროლი დავამყარეთ, რომელიც ბოლო ფრონტი იყო. ამრიგად, ჩვენ ქვეყანაში ყველა მსხვილი ხანძარი ჩავაქრეთ”, - განაცხადა ფაკდემირლიმ.

ის ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც თურქეთს ხანძრების ჩაქრობაში დახმარება გაუწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა