თეგებით ძიება

„გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს ვაქცინაცია სავალდებულო გავხადოთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მერობის კანდიდატის წარდგენისას, ვაქცინაციაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ჩაკეტვებისა და „ლოქდაუნების“ გზით არც ერთი ქვეყანა აღარ მიდის, რადგან ეს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

მან მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ადამიანს გარდაცვალებისგან იცავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა