თეგებით ძიება

"წერენ, თურმე ეს გოგო ცუდად არი, რა ატლიკინებს, ეგდოსო და კი ვგდივარ... " - თამუნა თანდაშვილი

"Georgian Airways"-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ ვიტალი ალაპარაკდა, მაგრამ უცბათვე დამძიმდა...

- შავი მერსედესი დავაყენე და მომპარეს, მომაძებნინეთ! ...
რა გვეთქვა? ვეძებდით მისტიურად მთელი ღამე ვიტალის მერსედესს.

- ცივი წყალი, "ჩაი პაჟალუსტა", "გძე მოი ჩორნი მერსედეს?! " - ასე ჩაიარა ღამემ რთულად.

ძალიან ბევრ პაციენტს ერევა ცნობიერება, ჩვენ ყველას გვქონდა ეს... რა დამპალი ვირუსია, ტვინთან გაომებს, თავს გაკარგინებს, იდენტობას. რომ მერე ეძებო ვინ ხარ საიდან მოხვედი და გინდა თუ არა რომ დარჩე, თუ დარჩები- ვინ იქნები? როგორი?

გემო არ გაქვს, სუნი არაფერს გახსენებს, დაკარგე , მაგას დაეძებ? არა...

ვიტო გვერძე გადავიდა, დამძიმდა და ნანა ექიმმა სნაიპერივით აიყვანა უფრო მეტ კონტროლზე.
გვერძე პალატაში ექთნების იმედზე ვართ რომ ვიტალის ამბებს გვეტყვიან, ვერ დავთმობთ ესე ადვილად....

სოც მედიაში წერენ თურმე ეს გოგო ცუდად არი რა ატლიკინებს ეგდოსო, და კი ვგდივარ... უბრალოდ მარტო ეს საშუალება მაქვს ვთქვა- აქ ვართ, ვართ, ვარსებობთ! და თქვენც იცოდეთ და გაუფრთხილდით თავს...

სულ ეს არის...

ვერ ვინერვიულებ ნეგატიურ ხალხზე, ვიტალი გვყავს მოსაბრუნებელი
და ვუგზავნი გვერძე პალატაში პური გულიანი • Puri Guliani ს გულიან ორცხობილას.

ესე მგონია ამ გულით იგრძნობს ჩემს დამოკიდებულებას, გულიანს ... ჩემი გულიანების დამოკიდებულებას

გემო არ გვაქვს მაგრამ ასოციაციები გვაქვს სითბოსი, სიყვარულის და დამოკიდებულების...

შეფმა Giorgi Sarajishvili თავისი ხელით მოგვიმზადა გრამაჟით დღის ვახშამი, მამაოს, ინეზას- ჩემ მეომრებს...

ხელით გაკეთებული, ოჯახური, თბილი - რა დიდი სიტყვები ყოფილა

Kitty Sigua Khatuna Saganélidzé მთელ რეანიმაციაში დავაქროლებთ გულებს

მართლა გულით გთხოვთ აიცრათ, ოდესმე ისევ გულიანად და მშვიდად რომ ვიაროთ ჩვენს საყვარელ ადგილებში და ჩავეხუტოთ ერთმანეთს პატარა ფინჯან ყავასთან", - წერს ფეისბუქზე თამუნა თანდაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა